მეუფე დიმიტრი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე.წ. მატროსოვის ციხეში ხვალ შევა

14:25 10-24-2017
271

მეუფე დიმიტრი და მამა რევაზ სიხარულიძე ხვალ მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს მოინახულებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მამა გიორგისთან საპყრობილეში შესასვლელად საშვი ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტრის წინამძღვარმა, დეკანოზმა რევაზ სიხარულიძემ გუშინ აიღო. 

„მამა რევაზი იმყოფებოდა გუშინ და აიღო საშვი. მეუფე დიმიტრი და მამა რევაზ სიხარულიძე ხვალ შევლენ და მსჯავრდებულს მოინახულებენ“, – განაცხადა მამა გიორგიმ.