პოლიციამ კიევის სასამართლოში არეულობისთვის 30 პირი დააკავა

14:48 10-24-2017
145

უკრაინელმა სამართალმდამცველებმა კიევის სასამართლოში არეულობისთვის 30 პირი დააკავეს. ამის შესახებ კიევის პოლიციის უფროსმა ანდრეი კრიშენკომ განაცხადა. ინფორმაციას "112 Украина" ავრცელებს.

სასამართლოში, სადაც "უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის" ლიდერის ნიკოლაი კოხანიევსკის საქმე განიხილება, გვიან ღამით მისმა მხარდამჭერებმა სასამართლოს დარბაზი დაიკავეს და იქიდან დაცვა გააძევეს. მათ მთელი ღამის განმავლობაში ჰქონდათ დარბაზი ბლოკირებული. გამთენიისას, სამართალდამცველებმა დარბაზი ისევ დაიკავეს და კოხანიევსკის მხარდამჭერებიდან 30 კაცი დააკავეს. დარბაზში დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო კი "უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის" ლიდერი სხვა დარბაზში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მათთან ერთად დააკავა უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს УНИАН-სა და Страна.ua-ს ჟურნალისტებიც. 

ნიკოლაი კოხანიევსკი კიევში რამდენიმე დღის წინ დააკავეს. საქმე შეეხება 19 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციასთან დაპირისპირებას, რა დროსაც გაისროლეს კიდეც. 

"უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია" მოხალისეობრივი უკრაინული შეირაღებული ფორმირებაა, რომელიც ოფიციალური სტატუსის მინიჭებასა და იარაღით მომარაგებას ითხოვს. ეს ფორმირება დონბასში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობს.