ამერიკელი მსახიობი და კინოვარსკვლავი, ჯენიფერ ენისტონი, ბოლო დროს, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, იშვიათად ჩნდება. სამაგიეროდ, შეიძლება, ჯასტინ ტერუსთან ერთად , რომანტიკულ საღამოზე, ან მეგობრებთან ერთად, ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნოთ.
რამდენიმე დღის წინ, მსახიობი, ჰოლივუდის ერთ-ერთ მოდურ რესტორანში, მსახიობ სანდრა ბულოკთან და მის ბოიფრენდთან, ბრაიან რენდოლთან ერთად დააფიქსირეს. ერისტონის გამოჩენამ, ჯასტინის გარეშე, მსახიობის ფანები დააეჭვა, რადგან, ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი, ერთმანეთს დაშორდა.
ამ ინფორმაციაზე, მსახიობი, კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ, ფაქტია, რომ მეგობრების კომპანიაში, ჯენიფერი, თავს ბედნიერად გრძნობს.