ქსენია სობჩაკმა საარჩევნო შტაბის შემადგენლობა დაასახელა

17:27 10-24-2017
175

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა შტაბის შემადგენლობა დაასახელა.  შტაბის ხელმძღვანელად დასახელდა იგორ მალაშენკო, რომელიც 1996 წელს ბორის ელცინის კამპანიას ხელმძღვანელობდა, კონსულტაციებს კი სობჩაკს  ჟურნალისტები და უფლებადამცველები გაუწევენ.

შტაბის იმიჯ -მეიქერად დაინიშნა ალექსეი სიტნიკოვი.
სიტნიკოვი ასევე  1996 წლის კამპანიაში მუშაობდა,შედეგ სამუშაოდ უკრაინაში გადავიდა, სადაც იულია ტიმოშენკოს უწევდა კონსულტაციებს.

 სცენარისტი  ავდოტია სმირნოვა შტაბს კონსულტაციებს გაუწევს ინკლუზიური საზოგადოების საკითხებზე. სმირნოვა - ანატოლი ჩუბაისის მეუღლეა,რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო.

 ინტერნეტ კამპანიას აწარმოებს ვიტალი შკლიაროვი , რომელიც აშშ- ს საპრეზიდენტო არჩევნებში ბერნი სანდერსის შტაბში მუშაობდა, იგი მუშაობდა ასევე მოსკოვში,მუნიციპალურ კამპანიაში დიმიტრი გუდკოვთან ერთად. სობჩაკს იურიდიულ საკითხებში  ადვოკატი და ადამიანის უფლებათა დამცველი ელენა ლუკიანოვა იქნება.

კამპანიას შეუერთდება Другая Россия -ს დამფუძნებელი მარინა ლიტვინოვიჩი. სარეკლამო ვიდეო რგოლებზე პასუხისმგებელი კი იქნება ყოფილი  მოსკოვის პირველი არხის პროდიუსერი სერგეი კალვარსკი.

სობჩაკმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა  მიხეილ ხადარკოვსკის, რომელმაც დილით ისაუბრა იმ ყველა პოლიტიკურ ძალაზე რომელბიც რეგისტრაციას გადიან საპრეზიდენტო არჩევნებზე. სობჩაკის თქმით, ხადარკოვსკის წინადადებები განხილულ იქნება უახლოეს მომავალში.

 
უკრაინული ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე თუ ვის ეკუთვნის ყირიმი? სობჩაკმა უპასუხა: “საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ყირიმი უკრაინელებს ეკუთვნით“.  მან მოუწოდა მოსკოვს და კიევს დიალოგისკენ და განაცხადა, რომ “ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის, უკრაინელებთან მეგობრობის აღდგენაა“.

სობჩაკი პრესკონფერენციის დროს ძალიან მწვავედ გამოეხმაურა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პიროვნებას.  უშუალო კითხვაზე თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას პუტინის მიმართ,მან განაცხადა
“ ზოგიერთი ადამიანს პუტინი,  ტირანი და დიქტატორი ჰგონია, სხვა ადამიანებისთვის კი ის  მმართველი არის,რომელიც ქვეყანას “რუსულ ფესვებს“ უნარჩუნებს.  თავის დროზე პუტინი  მამაჩემს რთულ სიტუაციაში დაეხმარა,და ეს მე არ დამვიწყებია“. სობჩაკის თქმით პუტინის მიმართ შეურაწმყოფელ სიტყვებს არ გამოიყენებს,მაგრამ მზად არის მას პოლიტიკურად დაუპირისპირდეს.