იური ლუცენკო: სააკაშვილი გადატრიალებას გეგმავს

18:07 10-24-2017
185

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "ახალი ძალების მოძრაობის"თანამებრძოლეებთან ერთად, ძალადობრივ გადატრიალებას გეგმავს.

ლუცენკოს თქმით, ხელისუფლების გადაყენების მცდელობას უკრაინა აუცილებლად გაუმკლავდება. გარდა ამისა, გენპროკურომა აღნიშნა, რომ "დაგეგმილ გადატრიალებში მონაწილეობას მოქალაქეობის არმქონე პირები იღებენ".

 რამოდეინიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი თანამებრძოლები მიხეილ აბზიანიძე, დავით მაქიშვილი და გიორგი რუბაშვილი გაიტაცეს. პოლიტიკოსის თქმით, პოროშენკოს პირადი ბრძანებით ისინი აწამეს და საქართველოში გააგზავნეს.

 შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბრიდან კიევში, უმაღლესი რადას წინ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქცია  მიმდინარეობს. შენობის წინ მომიტინგეებმა 60 კარავი გაშალეს. აქციის ფარგლებში რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც 11 აქტივისტი დააკავეს, რომლებიც ადმინისტრაციული ოქმების შედგენის შემდეგ გაანთავისუფლეს.