თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაური მზადაა იმისთვის, რომ არჩევნები ხელახლა ჩატარდეს.
ამის შესახებ მეჭიაურმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"ხვალინდელ მოლოდინზე ვერაფერს ვიტყვი. როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, უნდა ვიბრძოლოთ. ამაზე ორი აზრი არ არის. ყველაზე იდეალური ვარიანტი იქნება ის, რაზეც ვჯერდებით, რომ გაუქმდეს მე-16 და მე-17 განკარგულებები. მგონი ყველა დარწმუნდა, რომ ეს გაყალბებულია", - აღნიშნა მეჭიაურმა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული ინიციატივა საერთაშორისო ცენტრის“ სარჩელი განიხილა, რომლის მიხედვით ორგანიზაცია #20 უბნის შედეგების ბათილად ცნობას და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მესამე სექტორის ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით სარეზოლუციო ნაწილი 25 ოქტომბრის 13:00 საათზე გამოცხადდება.