უკრაინის რადასთან აქციის დასაფინანსებლად საქართველოს მოქალაქეებს თანხები კერძო თვითმფრინავებით ჩამოჰქონდათ - ლუცენკო

21:07 10-24-2017
277

უკრაინის რადასთან აქციის დასაფინანსებლად უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებს თანხები კერძო თვითმფრინავებით ჩამოჰქონდათ, რასთან დაკავშირებითაც, თავის დროზე, გარკვეული პირების მიმართ ეჭვი გაჩნდა, - „უნიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს სახსრები ჩამოჰქონდათ უკრაინაში კერძო თვითმფრინავებით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მანამდე დასავლეთ ევროპაში მიემგზავრებოდნენ“, - აღნიშნა ლუცენკომ.

გენპროკურორის ინფორმაციით, არის სხვა ინფორმაციაც ამ მოვლენების დაფინანსების შესახებ. „თავის დროზე მე წარმოვადგენ მტკიცებულებებს და დავასახელებ შესაბამის ეჭვმიტანილ მოღვაწეებს“, - განაცხადა ლუცენკომ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე