ჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი აცხადებს, რომ თბილისს რეალურად კარგი მერი ჰყავს, რასაც დედაქალაქის მოსახლეობას ულოცავს.
როგორც გოგიაშვილმა "ტვ პირველის" თოქშოუ "რეაქციაში" განაცხადა, იმედი აქვს, რომ ის პრობლემები, რაც ქალაქში არსებობს, ეტაპობრივად გამოსწორდება.
"იმის ილუზია, რომ ხვალ გავიღვიძებთ და მილანში აღმოვჩნდებით, არ გვაქვს. ის შეცდომები, რაზეც ვსაუბრობთ, უნდა გამოსწორდეს და იმედი მაქვს, რომ გამსოწორდება", - განაცხადა გოგიაშვილმა.
მისი თქმით, მან პერსონალურად კახის მისცა ხმა.