"ქართული მარშის" დამფუძნებელი გია კორკტაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
ამის შესახებ კორკოტაშვილმა "ტვ პირველის" თოქშოუ "რეაქციაში" განაცხადა და აღნიშნა, რომ "ქართულმა მარშმა" პროტესტი გამოუცხადა არჩევნებს, რადგან მისი თქმით, ყველაფერი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო ნაყიდი.
"დაგანახებთ, ვინ ვართ ჩვენ", - განაცხადა კორკოტაშვილმა.