"ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი თიანეთში, თვითმმართველობის არჩევნებზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ინტერესებში არ იყო.
"როდესაც ასეთი პატარა განსხვავებაა კანდიდატებს შორის, ეს ბადებს შეკითხვებს, რომელსაც აუცილებლად გაეცემა პასუხი პროცესების მსვლელობის შედეგად", - განაცხადა ნაცვლიშვილმა "იბერიას" თოქშოუში "ცენზურის გარეშე".