"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ თიანეთის ინცინდენტი არჩევნების დროს, კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, როგორ მიმდინარეობდა არჩევნები.
ამის შესახებ ნადირაძემ "იბერიას" თოქშოუში "ცენზურის გარეშე" განაცხადა.
"როდესაც "ქართული ოცნება" გველაპარაკება დემოკრატიულ არჩევნებზე, ეს ფაქტიც საკმარისია იმისთვის, რომ ნათელი გახდეს, როგორ ძალადობრივად ცდილობდა მმართველი ძალა არჩევნების წარმართვას", - განაცხადა პოლიტიკოსმა.