ქსენია სობჩაკი : ჩემი გასამართლება შეუძლებელია

15:38 10-25-2017
169

 ტელეწამყვანი და უკვე პრეზიდენტობის კანდიდატი  ქსენია სობჩაკი რუსი პოლიტიკოსების კრიტიკას პასუხობს. ცნობილი ჟურნალისტი და რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ ყირიმის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო მისი გასამართლება შეუძლებელია.

 რამოდენიმე დღის წინ ქსენია სობჩაკმა საარჩევნო შტაბის შემადგენლობა დაასახელა,სადაც პარტიის  წევრები წარადგინა და ასევე პარტიის  მომავალ გეგმებზეც ისაუბრა. სობჩაკმა ასევე ჟურნალისტების დასმულ კითხვებსაც უპასუხა,ყველაზე ხმაურიანი კი უკრაინელი ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა გამოდგა,თუ ვის ეკუთვნის ყირიმი?სობჩაკმა კითხვას ასე უპასუხა : “ “საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ყირიმი უკრაინელებს ეკუთვნით“. სობჩაკმა ასევე მოუწოდა ორივე მხარეს დიალოგისკენ და განაცხადა,რომ “ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის, უკრაინელებთან მეგობრობის აღდგენაა“.
 გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე ქსენია სობჩაკმა აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის მიერთებით რუსეთმა ბუდაპეშტის მემორანდუმი და საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია.
ამ განცხადებას რუსმა პოლიტიკოსებმა პრეზიდენტობის კანდიდატი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოაქციეს.

პოლიტიკოსებმა სობჩაკის განცხადებაში სეპარატიზმის ნიშნები შენიშნეს და მისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესაძლო დაკისრება არ გამორიცხეს.

 

ტელეწამყვანი ამბობს, რომ კანონის თანახმად გასამართლებას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მოწოდებები ექვემდებარება, მან კი მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია მოახდინა.