მეუფე დიმიტრიმ "პრაიმტაიმის" ინფორმაცია დაადასტურა - სად იმყოფება სოსო ოხანაშვილი?

16:14 10-25-2017
1360

ლაზეთისა და ბათუმის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი ადასტურებს პრაიმტაიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მისი სიძე, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი რუსეთში იმყოფებოდა. 

მეუფე დიმიტრიმ ოხანაშვილს თვითნება და თვითმარქვია უწოდა. მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ოხანაშვილის მიერ გაკეთებულ უხეშ განცხადებებთან დაკავშირებით ხშირად უსაუბრია. 

თავის ტკივილად მექცა ოხანაშვილის სიძეობა, ამბობს მეუფე დიმიტრი და აღნიშნავს, რომ ოხანაშვილი ევროპის რამდნემე ქვეყანაში მოგზაურობდა, მათ შორის იმყოფებოდა რუსეთშიც. 

შეგახსენებთ, რომ პრაიმტაიმმა ოხანაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. ჩვენი ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სანკტ პეტერბურგში გამართულ ბიზნეს ფორუმს ესწრებოდა. მანამდე კი ოხანაშვილს საკუთარ რესტორანში პეტერბურგის გუბერნატორის მრჩეველმა დავით ადამიამ უმასპინძლა.