ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის თქმით, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად იმყოფებოდა, გიორგი მამალაძე ძალიან დათრგუნულია. ამის შესახებ მეუფემ მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მამა გიორგი ძალიან დათრგუნულია, როგორც გვითხრა, გულის პრობლემები აქვს. მგონი დიაბეტი დაუდგინეს. ითხოვს ერთადერთს, რომ ვარ სრულიად უდანაშაულო და არ ვითხოვ შუამდგომლობას და პატიებას, უბრალოდ მომეცით ზიარების უფლებაო, - განაცხადა მეუფემ.
ლილუ მიროტაძე