ეს ჩანაწერი 1922 წელს, აინშტაინმა ტოკიოს სასტუმროს კურიერს ხურდის სანაცვლოდ გადასცა.
მეცნიერს ნობელის პრემიის მინიჭების შესახებ ინფორმაცია ახალი გაგებული ჰქონდა,როდესაც კურიერს უთხრა,რომ თუ გაუმართლებდა,ეს ჩანაწერი მისთვის უფრო ღირებული აღმოჩნდებოდა ვიდრე მიცემული ხურდა.
აინშტაინს ჩანაწერში ეწერა “დიდი ხნის მიზნის მიღწევა, ბედნიერების გარანტიას არ იძლევა“.
თეორიის ავტორი ლექციებს იაპონიაში კითხულობდა,როდესაც მას ნობელის პრემია გადაეცა.
როდესაც კურიერი მასთან ამანათის გადასაცემად იყო მისული,აინშტაინს ხურდა არ აღმოაჩნდა მისთვის.
ამის სანაცვლოდ მან მისცა ფურცელი ბლოკნოტიდან,სადაც გამოსახული იყო სასტუმრო “Imperial Hotel Tokyo” -ს ლოგო.
ცნობილმა ფიზიკოსმა ბლოკნოტზე გერმანულ ენაზე დაწერა: “მშვიდი და მოკრძალებული ცხოვრება უფრო დიდ ბედნიერებას მოიტანს, ვიდრე წარმატებისკენ სწრაფვა და მუდმივი შფოთვა, რომელიც მას თან ახლავს“.
აინშტაინის ასევე მეორე ჩანაწერი ჰქონდა სადაც ეწერა:“სადაც არის ნებისყოფა,იქ შესაძლებლობაც არი.“ ჩანაწერი 240 ათას ამერიკულ დოლარად გაიყიდა.
აუქციონების საბოლოო ფასი გაცილებით მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ელოდებოდნენ. ა თქმით, ერთ-ერთი შენიშვნა შეიძინა გარკვეული ევროპული მოქალაქის მიერ, რომელთაც უნდოდათ ანონიმური დარჩეს.
ცნობილი ფიზიკოსის ჩანაწერები აუქციონზე კურიერის ნათესავმა გამოიტანა.