ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი, "Sotheby"-ის აუქციონზე გაიყიდა

15:48 10-26-2017
511

11 ოქტომბერს, ნიუ-იორკის Sotheby-ის  სააუქციონო სახლში,  TakeHomeANude -ის აუციონზე, წარმოდგენილი იყო და გაიყიდა, ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი პორტრეტი (2016).  

უკვე მესამე წელია, რაც, სონღულაშვილის ნამუშევრები, აუქციონზე ნიუ იორკში, წარმატებით გამოიფინება.

ამერიკელმა ხელოვნების კოლექციონერებმა, პირველად, 2015 წელს - მედუზა, ხოლო მეორედ, 2016 წელს - მონაზონი შეიძინეს.

 შეგახსენებთ, რომ, 2014 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდგომ, 22 წლის ლევანმა გეზი ამერიკის შეერთებული შტატებისკენ აიღო, სადაც, ენდი უორჰოლის მიერ დაარსებულ, პრესტიჟულ, ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის ისტორიაში, პირველი ქართველი სამაგისტრო კურსის სტუდენტი გახდა.

მან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველაზე მაღალი გრანტი მიიღო, ამასთან, ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის კომისიის რჩეული გახდა და სასტიპენდიო ჯილდოც მოიპოვა.

2015 წელს, ლევანი, აკადემიის მთავარი ჯილდოს, Portrait Scholarship Award-ის გამარჯვებული გახდა, სადაც ამერიკელი, ევროპელი და აზიელი არტისტები იღებდნენ მონაწილეობას. 

2015 წლის ზაფხულში, აპლიკანტთა პორტფოლიოების გაცნობის საფუძველზე, დიდი კონკურენციის მიუხედავად, ლევან სონღულაშვილმა მიიღო შემოთავაზება ჯეფ კუნსის  მანჰეტენის კომპანიაში სამუშაოდ.

2015 წლის 15 ოქტომბერს, ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიისა და სოთბის სააუქციონო სახლის ერთობლივად ორგანიზებულ გამოფენა-აუქციონზე Take Home a nude 2015 ლევან სონღულაშვილის ნახატი მედუზა ნიუ-იორკის სოთბის (Sotheby's) სააუქციონო სახლში, თანამედროვეობის ლეგენდარული არტისტების ნახატებთან ერთად, გამოიფინა და გაიყიდა.

მედუზა ვიზუალური ხელოვნების კონცეპტუალური ნაწარმოებია, რომელიც შერეული ტექნიკით ტილოზეა შესრულებული. მხატვარმა, ნახატი, 22 წლის ასაკში, თბილისში შექმნა და ამჟამად ნიუ-იორკში მცხოვრები ამერიკელი არტ-კოლექციონერის პირად კოლექციაშია.

იხ.ფოტოკოლაჟი: 

ავტორი: რუსა ღვანიძე