"ბორკილი უკვე გარდაცვლილი იყო რომ დაადესო..." - ბექა წიქარიშვილი ნუცუბიძეზე გარდაცვლილ მამაკაცზე ახალ დეტალებს ასაჯაროებს

17:33 10-26-2017
2349

თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილთან დაკავშირებით, ფეისბუქის პირად გვერდზე საქმესთან დაკავსირებით, ახალ დეტალებს ასაჯაროვებს. 

როგორც წიქარიშვილი წერს, როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ბორკილი უკვე გარდაცვლილი იყო რომ დაადესო.

ნუცუბიძეზე ვიყავი. პაატა, გარდაცვლილი, ჩემი ახლობლების ნათესავი აღმოჩნდა. 2 შვილის მამა, დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობდა. 33 წლის ჩვეულებრივი, პატიოსანი ადამიანი. ძმა 2 წლის წინ დაეღუპა უბედური შემთხვევით, ხანძარში მოყვა. ოჯახის წევრები შოკში არიან და ჯერ ვერ ხვდებიან როგორ მოიქცნენ. 

რას ყვებიან: გუშინ ნასვამი იყო, მეგობარს გამოესარჩლა, რომელსაც დაკავებას უპირებდნენ და ეკიპაჟმაც აგრესია ამისკენ მომართა. ჯაჯგურში ცუდად გახდა და თხოვნის მიუხედავად, რომ გაშვებოდნენ, ძირს დააგდეს და ზევიდან აწვებოდნენო. ზოგი იმასაც ამბობს, ბორკილი უკვე გარდაცვლილი იყო რომ დაადესო. მოგვიანებით ეს ეკიპაჟი გაქრა და სხვებმა ჩაანაცვლეს.

მოკლედ სამხრე კამერების ჩანაწერებია გასასაჯაროვებელი. იკადრებს ამას სისტემა რომელიც გარდაცვლილი ადამიანის დისკრედიტაციას ცდილობს და ფსიქოტროპულების მომხმარებლობას და გარაჟში ბომჟად ცხოვრებას აბრალებს? თითქოს ასეც რომ ყოფილიყო მისი სიცოცხლე ღირებული არ იქნებოდა. არ ვიცი, - წერს წიქარიშვილი.



ავტორი: ლილუ მიროტაძე