ვაშლიჯვარში, პროფილაქტიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა

17:49 10-26-2017
92

ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის ქუჩაზე პროფილაქტიკაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე მუშაობს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა უკვე 7 ჯგუფი, რომელიც ჯამში, დაახლოებით, 35 მეხანძრე-მაშველია.

"ხანძარი გავრცელდა 300-400 კვადრატულ მეტრ ფართობზე. დაიწვა, ასევე, 2 ტრაილერი, მესამე ტრაილერი გადარჩენილია. მომხდარის შედეგად, დაშავდა 2 პირი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილია სტაციონარში", - აცხადებენ სააგენტოში. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე