ნათია ფანჯიკიძე - "დეპრესია, სულის მკვდარი ნაფლეთების, შენს შიგნით ტარება, საკუთარ გვამზე ორსულობაა".

14:15 10-27-2017
6024

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე, დეპესიული ფონის, ფსიქოთერაპიის, სწორ ფორმას გვთავაზობს და სოციალურ ქსელში, პოსტს აქვეყნებს:

რა არის დეპრესია? ზოგს უბრალოდ უხასიათობა ჰგონია და ახლობელს, რომელიც სიცოცხლეში მონაწილეობის ძალას კარგავს, ადექი, ნუ ზარმაცობ, თავი ხელში აიყვანეო, ეუბნება. როგორ აგიხსნათ რამდენად სერიოზული პრობლემაა დეპრესია, რამდენად მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა, ისე, რომ არ გამოგტენოთ ტერმინებით და გემოთი გაგრძნობინოთ მისი არსი? არ ვიცი, მოვნახე თუ არა სწორი ფორმა, მაგრამ იქნებ შეძლოთ წარმოდგენა, - დეპრესია სულის მკვდარი ნაფლეთების შენს შიგნით ტარება, საკუთარ გვამზე ორსულობაა. ფსიქოთერაპიის მიზანი, - გვამის გამოდევნა, მშობიარობა - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ავტორი: რუსა ღვანიძე