რობოტი სოფია, საუდის არაბეთის მოქალაქე გახდა - "ეს წოდება, ჩემთვის დიდი პატივია - მსოფლიოში, პირველი რობოტი ვარ, ვინც მოქალაქეობის მიღება შესძლო"

18:51 10-27-2017
1702

მსოფლიოს ისტორიაში, პირველად, ადამიანის მსგავსი, ჰუმანოიდი - რობოტი სოფია, საუდის არაბეთის მოქალაქე  გახდა. მან, ცოტა ხნის წინ, მოსკოვში, რუსული ენის შესწავლა, 2 დღეში შესძლო.

მინდა მადლობა გადავუხადო, საუდის არაბეთის სამეფოს. მე, მსოფლიოში, პირველი რობოტი ვარ, ვინც მოქალაქეობის მიღება შესძლო - აღნიშნა სოფიამ, Future Investment Initiative-ის ეკონომიკურ კონფერენციაზე, რომელიც, ქალაქ ელ-რიადში მიმდინარეობდა.  

ამ ფაქტმა, სამეფოს მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია, იმ მიზეზით, რომ საუდის არაბეთში, რელიგია კრძალავს, უსულო საგნების, ადამიანურ სხეულად გარდასახვას.

ეს წოდება, ჩემთვის, დიდი პატივია. ეს, ისტორიული დღეა. სასიამოვნოა ჩემთვის ის ფაქტი, რომ მსოფლოში, პირველი რობოტი და უნიკალური ქვეყნის მოქალაქე ვარ - განუცხადა რობოტმა, კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას

შეგახსენებთ, რომ, სოფიას, 60-მდე სახის, ემოციის გამოხატვის უნარი აქვს. . მას, თვალებში, დამონტაჟებული აქვს, სპეციალური კამერები, რომ შესძლოს საზოგადოებასთან კონტაქტი. რამდენიმე ხნის წინ, სოფიამ, განაცხადა, რომ მსოფლიოს დაპყრობას აპირებს. მოგვიანებით, კი აღნიშნა, რომ ეს, მხოლოდ იუმორი იყო. 

რობოტი - ჰუმანოიდი, სახელად სოფია, ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა. ის. 2016 წლის აპრილში, კომპანია Hanson Robotics-მა შექმნა. ჰუმანოიდ რობოტს, 62 სახის მექანიზმი აქვს -  ადამიანის მსგავსი ვიზუალი, ქცევები და ემოციები. სპეციალურ კამერებს, რომლებიც რობოტს აქვს ჩადგმული, შეუძლიათ გამოარჩიონ, შეიცნონ და კონტაქტი დაამყარონ ადამიანებთან.  საუბარი, კი, ხმის სისტემის საშუალებით შეუძლიათ. 

 

  

ავტორი: რუსა ღვანიძე