"Fake მეფე ვარ..." - რა აჩუქეს ახალ წელს ნიკა გვარამიას "კომედი შოუს" გოგოებმა (ვიდეო)

18:46 10-28-2017
602

პრაიმტაიმი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სამუშაო ოთახში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე საინტერესო ნივთთან დაკავშირებით, გვარამიამ მედიასაშუალებას მისი ისტორია უამბო.

ერთ-ერთი მეფის გვირგვინი იყო, რომელიც, ნიკა გვარამიას თქმით, ახალ წელს Secret santa-ს თამაშის დროს აჩუქეს და როგორც შემდეგ გაარკვია, ის კომედი შოუს გოგოების საჩუქარი აღმოჩნდა.

გვარამიამ საჩუქარი Live ინტერვიუს დროს მაყურებლისთვის მოიზომა კიდეც და სიცილით დააყოლა, რომ Fake მეფეა. 

ამასთან ერთად მაჩუქეს ლექსი, რომელიც არ ვიცი სად არის. ასევე მომიყვანეს ცხენი, არ იცოდნენ, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად ცხენის მეშინია, - აღნიშნა ტელეკომპანიის დირექტორმა. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე