კობახიძე მეჭიაურთან დაკავშირებით: "ეს იყო სასმართლოს გადაწყვეტილება და მას პატივი უნდა ვცეთ"

22:21 10-28-2017
241

ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში დასმულ შეკითხვას, რომელიც თიანეთის მერობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას შეეხებოდა. 

როგორც კოიბახიძე აცხადებს, მისი პრეროგატივა არაა სასამართლო გადაწყვეტილების შეფასება.

"ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუტებს და სასამართლო არის ერთ-ერთი განსაკუთრებული ინსტიტუტი, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმოქმედით იმ გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც გამოიტანა სასამართლომ. იყო ორი სხვადასხვა კომისიის გადაწყვეტილება - საუბნო კომისიის და საოლქო კომისიის და სასამართლომ კონკრეტულ არგუმენტებზე დაყრდნობით, როგორც ჩანს, უპირატესობა მიანიჭა საუბნო კომისიის გადაწყვეტილებას. ეს იყო სასმართლოს გადაწყვეტილება და ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ“, - განაცხადა კობახიძემ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე