Elle.ru: თბილისის მერის მეუღლე - სტილის ახალი კერპი

11:33 10-29-2017
2947

პრესტიჟული გამოცემის რუსული ვერსია Elle.ru თბილისის მომავალი მერის, კახი კალძის მეუღლის, დიზაინერ ანუკა არეშიძის შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით: „თბილისის მერის მეუღლე, ახალი სტილის კერპი“.

გასულ კვირას საქართველოს დედაქალაქის მაცხოვრებლებმა ახალი მერი - ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე აირჩიეს. კალაძის მეუღლე, ანუკი არეშიძე მელანია ტრამპის და ბრიჯიტ მაკრონის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად დაასახელეს პოლიტიკოსების ყველაზე მოდურ მეორე ნახევრებს შორის.

სინამდვილეში ანუკი არეშიძეს საქართველოში უკვე დიდი ხანია იცნობენ. გოგონა თავისივე ბრენდის მთავარი დიზაინერია და საქართველოში მოდის ერთ-ერთ კერპად მიიჩნევა „ინსტაგრამზე“ ანუკის 165 000 გამომწერი ჰყავს, რაც კიდევ უფრო იზრდება. ჩვენებებს თბილისსა თუ მილანში წარმატებულად უთავსებს სამი შვილის დედობას. 

ანუკის უყვარს ექსპერიმენტები სამოსითა და აქსესუარებით. როგორც ჩანს,არაფრის ეშინია: არც სიჭრელის, არც რთული ფაქტურების, არც ექსტრავაგანტური მოდელების. ის ატარებს ძალიან მაღალ ბოტფორდებს, თუმცა ამასთანავე უყვარს ქალური კაბების მორგება“.