"პატრიოტთა ალიანსის" აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან

15:59 10-29-2017
151

"პატრიოტთა ალიანსი" საპროტესტო აქციების ციკლს აგრძელებს. აქციის მონაწილეები ისევ რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან და პარლამენტის შენობამდე მსვლელობას მოაწყობენ, სადაც მათ მოშიმშილეთა აქციის მონაწილეები შეურთდებიან. დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნაა მთავრობის იმპიჩმენტის საკითხი, ვინაიდან პარტიის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა მთავრობამ.  

შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" მთავარი მოთხოვნები იყო რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყება და მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა, ასევე ჰქონდათ სოციალური მოთხოვნებიც, რომლებიც იპოთეკით დაზარებული მოსახლეობის დახმარებას და საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთების გადახედვას ეხებოდა.  

შეგახსენებთ, რომ პარტიამ აქციათა ციკლი 17 სექტემბერს სწორედ ასე დაიწყო, მომდევნო აქცია კი 24 სექტემბერს ბათუმში ერას მოედანზე გაიმართა.

პარალელურად დაიწყო შიმშილობის აქციაც. პარლამენტის შენობასთან ამ დროისთვის 17 ადამიანი შიმშილობს.