"პატრიოტთა ალიანსი" პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადომას ითხოვს

16:18 10-29-2017
290

ამ წუთებში ვარდების მოედანზე პატრიოტთა ალიანსის წევრები და მხარდამჭერები იკრიბებიან. მორიგი საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ფეხით აპირებენ რუსთაველის გამზირის გავლას და გაემართებიან პარლამენტის შენობასთან. „პატრიოტთა ალიანსის“ დღევანდელლი აქციის მთავარი მოთხოვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომაა. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

გადადგეს ეს მთავრობა და პრემიერი, რომელიც ხალხს ატყუებს, თითქოს ეკომოკური ზრდა 5 %-ია და ჩვენ ვხედავთ როგორი კრიზისია ლართან მიმართებაში. უნდა გადადგეს მთავრობა და პრემიერი, რომელიც სახელმწიფოშიც ასეთი მაღალია სიღატაკის დონე, სადაც ათასობით ბავშვს შია, სადაც ათასობით ადამიანი კარგავს ბინას, სადაც ათასობით მოქალაქე არის საბანკო სექტორის ტერორის მძევალი და ამ ბანკირებს აქვთ ხელში ხელისუფლება ჩაგდებული. ჩვენ ამ ხელისუფლებას ვაიძულებთ დაინახოს ეს ხალხი, რომელსაც ვერ ხედავს და ვერ ამჩნევს - აცხადებს ინაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ პარლემენტის შენობასთან 11 ადამიანი შიმშილობს.