ბარაკ ობამა სასამართლოში ნაფიც მსაჯულად მიიწვიეს

17:05 10-29-2017
95

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა შესაძლოა, ნაფიცი მსაჯული გახდეს. CNN-ის ცნობით, ის ილინოისის შტატის სასამართლოშია მიწვეული მსაჯულად.

კანონის თანახმად, ნაფიც მსაჯულად გახდომისთვის აუცილებელი პირობაა ქონების ფლობა იმ შტატში, სადაც პროცესი უნდა გაიმართოს. ბარაკ ობამა კი უძრავ ქონებას ფლობს ვაშინგტონსა და ჩიკაგოში, რაც მას უფლებას აძლევს გახდეს ამ შტატებში ნაფიცი მსაჯული.