შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, სანამ არ იქნება დასკვნა, რით გარდაიცვალა ნუცუბიძის პლატოზე 32 წლის პაატა პავლიაშვილი, პოლიციის მისამართით ბრალდებაზე საუბარი ნაადრევია.
"სანამ არ გვექნება მინიმუმ დასკვნა, თუ რით გარდაიცვალა ეს ადამიანი, რაიმე ბრალდებაზე პოლიციის მისამართით საუბარი ნაადრევია", - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.
მინისტრის მოადგილემ უპასუხოდ დატოვა კითხვა, რა მიზნით გაავრცელა შს სამინისტრომ თვითმხილველთა განცხადებები, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ გარდაცვლილი ალკოჰოლდამოკიდებული იყო და ფსიქოტროპულ მედიკამენტებს მოიხმარდა.
შალვა ხუციშვილმა ასევე არ უპასუხა არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის ბრალდებას, რომელთა განცხადებითაც, სამინისტრო გარდაცვლილი პირის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის შექმნას ცდილობდა.