ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი twitter-ის გვერდზე სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს, სადაც საკუთარ ორიენტაციასთან დაკაშირებით საუბრობს.
მსახიობმა სტატუსი მას შემდეგ დაწერა, რაც კოლეგამ, ენტონი რაპმა ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სპეისი სოციალურ ქსელში მას ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ გეია. მისი თქმით, ასეთი ისტორია საერთოდ არ ახსენდება, რადგან ეს 30 წლის წინ მოხდა და იმ პერიოდში ხშირად სვამდა.
მსახიობმა აღნინა, რომ წლების განმავლობაში მას რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა ქალებთან და კაცებთან, მაგრამ თავს ჰომოსექსუალად მიიჩნევს.
ენტონი რაპმა განაცხადა, რომ 1986 წელს, 14 წლის ასაკში 26 წლის კევინ სპეისის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა.