თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

18:35 10-30-2017
799
თეგები: თელასი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ხვალ, თბილისის რამდენიმე ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. 

საბურთალოს რაიონი

საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორის დასახლების (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის და პეტრიწის ქუჩის  მაცხოვრებლებს.

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი ლისის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელის და კოჯრის (ნაწილობრივ)  მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების, მუხიანის I და II მიკრორაიონის, გობრონიძის და შენგელიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან  დედოფლის გამზირის, 300 არაგველის, ბოჭორმის, ბოდბეს, შავსოფლის, ლუსინიანის, არბოშიკის და ზახაროვის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიჩურინის, საქარის, ჩეჩელაშვილის, ართვინის, მამარდაშვილის და ლარეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 13:30 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის  ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.