ანრი ბიბინეიშვილი: "არ შეიძლება ერთი ხელის მოსმით ვლანძღოთ ადამიანი"

20:34 10-30-2017
200

ზოგადად, ვფიქრობ, რომ პანიკა უსაფუძვლოა აბსოლუტურად - ამის შესახებ მსაიობმა ანრი ბიბინეიშვილმა გადაცემაში "ცენზურის გარეშე" გურამ კაშიას ირგვლლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

"ძალიან მშვიდად შევხვდი ნებისმიერ მოვლენას ნებისმიერი მხრიდან ბოლო დღეების მიმართებაში. ზოგადად, ვფიქრობ, რომ პანიკა უსაფუძვლოა აბსოლუტურად. ვერ ვხვდები სხვისი საქმე როდემდე უნდა იყოს ჩვენი იმდენად ხორციელი კუთვნილება, რომ სხვის საქმეში ვიყოთ ძალიან ბრძენები.  ვერ ვხვდები კრიტიკის ობიექტი კაშია რატომ გახდა, იმიტომ რომ მას არ მგონია, ისეთი საოცრება ჩაედინა, რომ ამდენი ადამიანის აგრესია გამოეწვია. ვერ ვხვდები პროტესტის იმ ნიშანს, რომ აქცია გაიმართება და ფედერაციას უპირებენ რომ ლგბტ დროში ფერებში შეღებონ. უკაცრავად და ამ ყველაფრის შემდეგ თქვენთან მაქვს კითხვა, ვინც ამას უჭერთ მხარს, ეს ორმაგად უფრო დიდი პროპაგანდა არ არის იმისა რასაც თქვენ ეწინააღმდეგებით? ვინაიდან, იქ მთელი ყურადღება თქვენზე იქნება გადმორთული. ვფიქრობ ჰოლანდიის ნაკრებში მოთამაშე კაცი, გუნდის კაპიტანი, რომელმაც თავისი შრომითა და ნიჭიერებით გაიკვალა გზა, ამ დონის ფეხბურთელობამდე, როგორ ფიქრობთ მას არ შეექმნებოდა პრობლემა გუნდში, რომ არ გაეკეთებინა ეს სამკლაური?...არ შეიძლება, ერთი ხელის მოსმით ვლანძღოთ ადამიანი. როგორ შეიძლება კაცო, ასე ადამიანის გაწირვა" - განაცხადა ანრი ბიბინეიშვილმა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და ნიდერლანდების ქალაქ არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია ერთ-ერთ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა. ამ ნაბიჯით ის შეუერთდა Stonewall-ის თანასწორობის კამპანიას, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება. ფეხბურთელის ამ ქმედებას საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა კაშია ქართული ტრადიციების შეურაცხყოფაში დაადანაშაულ