რ შეიძლება, რომ ჰომოსექსუალობის პროპაგანდა იქცეს ნორმად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში თუ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში - ამის შესახებ "ქართველთა მარშის" ერთ-ერთი ორგანიზატორის სანდრო ბრეგაძემ გადაცემაში ცენზურის გარეშე განაცხადა.
"არ შეიძლება, რომ ჰომოსექსუალობის პროპაგანდა იქცეს ნორმად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში თუ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში. გვინდა საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რომ ხვალ საღამოს 8 საათზე ფეხბურთის ფედერაციასთან ვატარებთ მრავალრიცხოვან აქციას, რომელიც მიმართული იქნება ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ სპორტში. ეს არ არის, რომელი ფეხბურთელის ან მოღვაწის წინააღმდეგ მიმართული აქცია. ეს არის იქ ტენდენციის წინააღმდეგ მიმართული აქცია", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
ბრეგაძის თქმით, მათი მთავარი მისიაა ხელოვნურად შექმნილი პროპაგანდისტული მანქანა დავამსხვრიოთ და გავანადგუროთ
ამ შემთხვევაში მთავარი მისია და მოვალეობა არის ხელოვნურად შექმნილი პროპაგანდის მანქანა, რომელიც არსებობს ამ ქვეყანაში და რომელიც ჰომოსექსუალიზმის უწევს პროპაგანდას, ეს მანქანა შევაჩეროთ, დამასხვრიოთ და გავანადგუროთ.