ფეხბურთის ფედერაცია თავის ფეხბურთელს ყოველთვის დაიცავს ნებისმიერი სახის აგრესიისგან - კობიაშვილი

17:28 10-31-2017
359

ფეხბურთის ფედერაცია ყოველთვის დაიცავს თავის ფეხბურთელს ნებისმიერი სახის აგრესიისგან - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ამ თემასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დააფიქსირა პოზიცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველთვის დაიცავს თავის ფეხბურთელს ნებისმიერი სახის აგრესიისგან. რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციის პოზიციას, მხარს უჭერს გამოხატვის თავისუფლებას და არა ძალადობას. ეს არის ჩვენი პოზიცია, ეს არის ჩემი, ეს არის ფედერაციის პოზიცია" - განაცხადა კობიაშვილმა. 

ლევან კობიაშვილი ქართველთა მარშის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა.

"რაც შეეხება განცხადებას ქართველთა მარშის, ეს არის არასწორი ინფორმაცია, აბსურდული ბრალდებები რაზეც გუშინვე გავეცი პასუხი. ნამდვილად ვერ ვხვდები რატომ უნდა დატოვოს ნაკრები" - განაცხადა კობიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია ქართველების მხრიდან სოციალურ ქსელებში კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში მოედანზე LGBT-ფერებიან კაპიტნის სამკლავური ეკეთა.