სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებები არ უნდა იყოს შესზღუდული. ის გურამ კაშიას ქმედებას მიესალმება.
მე, როგორც პიროვნებას ბავშვობიდან ასეთი განწყობა მქონდა ძალადობის მიმართ, ყოველგვარი თავისუფლების შეზღუდვის მიმართ, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არ უნდა იყოს შეზღუდული. და თუ ამის გამო რომელიმე წამყვანი ფეხბურთელი თუ პიროვნება გამოთქვამს თავის აზრს და ამის წინააღმდეგი იქნება, მისასალმებელია. ეს თემა სპეკულაციის საგანი გახდა, მეორეხარისხოვნად მიმაჩნია ეს იმიტომ, რომ ჩვენ როგორც სახელმწიფოს მოქალაქეს გარანტირებული აქვს თავისუფლება დაე როგორც პარლამენტის წევრს შემიძლია გარანტია მივცე ყველა მოქალაქეს, რომ მისი უფლებები იქნება დაცული. ეს ჩვენი მოვალეობა,- განაცხადა ყავრლაშვილმა.