დღეს გახდება ცნობილი, როდის ჩატარდება არჩევნების მეორე ტური

10:00 11-01-2017
181

ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს. დღევანდელ სხდომაზე ასევე კომისია იმ ქალაქებში არჩევნების მეორე ტურსაც დანიშნავს, სადაც გამარჯვებული კანდიდატი პირველ ტურში ვერ გამოვლინდა. ცესკოში სხდომა 16:00 საათზე დაინიშნა. 

უფრო კონკრეტულად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები: 

1. საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამება; 

2. საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება; 

3. განკარგულება თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის მეორე ტურის დანიშვნის შესახებ; 

4. დადგენილება თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ; 

5. დადგენილება „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე; 

6. დადგენილება „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე