სოციალურ ქსელში მანჰეტენზე ტერაქტში ეჭვმიტანილის ფოტო ვრცელდება

LIVE UPDATE
141

სოციალურ ქსელში მანჰეტენზე მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილის ფოტო ვრცელდება. როგორც ცნობილი ხდება, ის  უზბეკეთში დაბადებული, 29 წლის საიფულო საიპოვია.

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ის მანქანით ჯერ ველოსიპედისტებს, შემდეგ კი სასკოლო ავტობუსს შეეხაჯა და სროლა დაიწყო. დაკავებისას პოლიციის ოფიცერმა დამნაშავე მუცლის არეში დაჭრა. ის კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. როგორც ამერიკული პრესა იუწყება, მანქანაში წერილი აღმოაჩინეს, რომელშიც მძღოლი აღიარებს, რომ დანაშაული ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ჩაიდინა. 

ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, ბოლო ინფორმაციით, 8-ს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 11-ს შეადგენს.  




ავტორი: ლილუ მიროტაძე