საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურება იმ არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება ატარებს და ამის მაგალითი მისი თქმით, დედოლარიზაციის პროგრამაა, რომელიც ჩავარდა.
”ამ პროგრამას ლარის გაუფასურებაზე თითქოს რაღაც ეფექტი უნდა ჰქონოდა, მაგრამ არც ამან იმუშავა. საზოგადოებას კიდევ ერთელ გაუცრუვდა იმედი, რომ ლარი დოლართან მიმართებით როგორმე რაღაც ნიშნულზე - თუნდაც 2.5-ნიშნულზე დააფიქსირებდით. ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს ყველაზე მეტად ფასები ურტყამს. ლარის დაცემამ გამოიწვია გაზის ტარიფის გაზრდა და წლის ბოლოს მოსალოდნელია დენი ტარიფის გაზრდა”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.