ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ მღებრიშვილის პარლამენტში მისვლა დაგვიანებულია

15:22 11-01-2017
153

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი თინა ბოკუჩავა შს მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს მოუწოდებს, პარლამენტში მივიდეს. მისი თქმით, ის, რომ მღებრიშვილი აპირებს პარლამენტში მისვლას, ძალიან დაგვიანებულია.

ბოკუჩავამ უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, იქნებ მათ მოიწვიონ მღებრიშვილი, სანამ, ძალიან დაგვიანებულა. 

"თუმცა, კარგია, რომ ამდენი თვის შემდეგ შეისმენს პარლამენტში მოსვლასთან დაკავშირებით, რადგან ძალიან ბევრი კითხვა არსებობს მღებრიშვილთან. მღებრიშვილი არის მინისტრი, რომელიც პოლიციელთა ნაწილს ბალასტს ეძახის, არის მინისტრი, რომელსაც სურს, რომ ქართული პოლიცია აქციოს ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვად. მღებრიშვილი არის მინისტრი, რომლისაც თქვენც გცხვენიათ, რადგან აღაირებთ,რ ომ რუსმა პრანკსტერმა გააბითურა", - განაცხადა ბოკუჩავამ.

როგორც დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველა გახმაურებულ საქმეზე, საეჭვო ვითარებაში გაქრა ვიდეოჩანაწერები. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე