საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე ევროპული საქართველოს დეპუტატს ლელა ქებურიას მოუწოდებს, მეგრელებს ბოდიში მოუხადოს.
ამის შესახებ მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მანამდე ქებურიამ ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ უმრავლესობის ერთ-ერთმა დეპუტატმა ფაროსანას პრობლემა მეგრელების სიზარმაცეს დააბრალა.
ვინ თქვა ქალბატონო ლელა, რომ ზარმაცია მეგრელი ხალხი. ამაზე ან ბოდიში უნდა მოიხადოთ, უმრავლესობის, მოქალაქეების და განსაკუთრებით მეგრელების წინაშე, ან უნდა მიუთითოთ ის ადამიანი, ვინც ეს თქვა. არ შეიძლება ნეგატიური პოლიტიკის კეთებისთვის ყველაფრის კადრება, - განაცხადა მდინარაძემ.