"ქართულ ოცნებას" საკრებულოში 40 დეპუტატი ეყოლება - ცესკო-მ არჩევნები შეაჯამა

16:55 11-01-2017
115

ცესკომ თბილისის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა.

შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნებში 51,9%-ით გამარჯვებული გახდა ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე. მეორე ადგილი დაიკავა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა 17, 48%-ით, ხოლო მესამე ადგილი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა 16,56%-ით.

დღესვე შეჯამდა თბილისის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საკრებულოში 15 მანდატი ექნება ქართულ ოცნებას, 5 ნაციონალურ მოძრაობას, 3 ევროპულ საქართველოს, ხოლო 2 პატრიოტთა ალიანსს. რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, შედგები საოლქო კომისიებმა უკვე გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც დედაქალაქის 25-ვე მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს. შესაბამისად ქართული ოცნება საკრებულოში 25 მაჟორიტარ დეპუტატს შეიყვანს. საერთო ჯამში ქართულ ოცნებას საკრებულოში 40 დეპუტატი ეყოლება.

 

ლიზი არსოშვილი