მეგის ქარდავა კიევში შეცვლილი იმიჯით იმალებოდა? (ფოტო)

18:33 11-01-2017
4194

დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე დააკავეს. marshalpress-ის  ინფორმაციით, მეგის ქარდავა საკუთარ სახლში შეცვლილი იმიჯით იმალებოდა.

შეგახსენებთ, რომ ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე 2014 წელს მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღრსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად. ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისებაში, რისთვისაც 2013 წელს აღკვეთის დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.