ისლანდიელი მომღერალი, ბიორკი ისევ თბილისშია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც მომღერალი ქართულ ლობიოს ქოთანში მიირთმევს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ბიორკი 12-კაციან გუნდთან ერთად გუშინ ჩამოვიდა. გუშინვე მან თბილისის საკონცერტო დარბაზში იმღერა. 3 ნოემბერს კი არტისტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე წარდგება მაყურებლის წინაშე.