უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების პროცედურა დაწყებულია. როგორც უწება წერს, მეგის ქარდაავას უკრაინის სასამართლომ წინასწარი 40 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულს ხვადასხვა სახელებზე გაფორმებული უკრაინის ორი, ლატვიის - ერთი და ბელიზის ერთი ყალბი პასპორტი, ასევე მეზღვაურის ყალბი დამადასტურებელი მოწმობა აღმოაჩნდა. სწორედ ამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ახერხებდა ქარდავა საზღვრების გადაკვეთას.
ივანო-ფრანკივისკის ოლქის რაინული სასამართლოს გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების ზომის სახით საქართველოს მოქალაქეს წინასწარი 40 დღიანი პატიმრობა შეეფარდა და დაიწყო მისი სამშობლოში ექსტრადაციის პროცედურა - ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.