ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი სამსახურეობრივი რომანი - ვარსკვლავების და რეჟისორების თავბრუდამხვევი "Love Story" გადასაღები მოედნიდან

16:05 11-02-2017
1014

ცნობილი ვარკვლავების Love Story, იმდენი ხანს მოცავს, რამდენსაც მსოფლიო ისტორია.  ახალგაზრდა, ულამაზესი მსახიობი, ცნობილი რეჟისორის მუზა ხდება, რომელიც, ჭკუას კარგავს, მისი სიყვარულის გამო.  21-ე საუკუნეში, ასეთი სასიყვარულო ისტორიებით, ნაკლებად გააკვირვებ საზოგადოებას, მაგრამ, მათ შესახებ, ფილმის გადაღება, მაიც საინტერესო იქნება.

ჟურნალი ELLE, გთავაზობთ, ვარსკვლავების, ყველაზე თავბრუდამხვევ სასიყვარულო ისტორიებს, გადასაღები მოედნიდან:

  ჯენიფერ ლოურენსი და დარენ არონოფსკი:

 2 წლის წინ, ერთ-ერთმა ცნობილმა რეჟირორმა, დარენ არონოფსკიმ, შიმშილის თამაშების ვარსკვლავს, ჯენიფერ ლოურენსს, მის ახალ ფილმში დედა, მთავარი როლი შესთავაზა. ლოურენსი, დიდი სიამოვნებით დათანხმდა ამ შეთავაზებას, მაგრამ მალე განაცხადა, რომ დარენზე, ჭკუას კარგავს.  დარენი, ნამდვილი ბრილიანტია, ის, ამ თაობის ყველაზე დიდი ტალანტია -ამბობს, მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

აღმოჩნდა, რომ საქმე, ორმხრივ სიმპათიას ეხებოდა. წყვილი, გრძნობებს დიდხანს მალავდა, მაგრამ, პირველად, დარენის ფილმ, დედა-ს პრემიერაზე, ისინი ერთად დააფიქსირეს. ამბობენ, რომ დარენი და მისი მუზა, ლოურენსი, ახალი პროექტისთვის ემზადებიან.  

  რეიჩელ ვაისი და დარენ არონოფსკი: 

რეჟისორ, დარენ არონოფსკის, სანამ ჯენიფერ  ლოურენსთან სასიყვარულო რომანს გააბამდა, მსახიობ, რეიჩელ ვაისთან, 9 წლიანი რომანი ჰქონდა.

წყვილმა ერთმანეთი, 2005 წელს, ფილმის, ფანტანი-ს გადასაღებ მოედანზე გაიცნო. 2006 წელს, კი მათ, ვაჟი, ჰენრი შეეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ  ჰოლივუდმა ისინი, ყველაზე ჰარმონიულ წყვილად დაასახელა, 2010 წელს, განაცხადეს, რომ ერთმანეთს დაშორდნენ.

შეგახსენებთ, რომ, რეიჩელ ვაისმა, ერთი წლის შემდეგ, დენიელ კრეიგთან (აგენტი 007) იქორწინა.  

  უმა თურმანი და კვენტინ ტარანტინო:

სიყვარულის და მოგობრობის 20 წლიანი ისტორია, ვერც ერთ ჰოლივუდის Love Story-ის ვერ შეედრება.

ყველაზე ექსცენტრიულმა რეჟისორმა, კვენტინ ტარანტინომ, აღნიშნა, რომ უმამ, ის ერთი ნახვით მოხიბლა და საქმე არა მხოლოდ მის გარეგნობაშია, არამედ, ეს ის ადამიანია, რომელიც, მის ტალანტს ყველაზე მეტად აფასებს.

ისინი ერთმანეთს, იმ დროს შეხვდნენ, როცა ტარანტინო, მისი ყოფილი შეყვარებულისგან იყო გულგატეხილი და ემა კი, მისი წარუმატებელი ქორწინებებისგან, რომლებიც, ჰარი ოლდმანთან, იტონ ჰოუკომთან და ბიზნესმენთან არპად ბიუსონთან ჰქონდა.

მათი სასიყვარულო ისტორია, სამწუხაროდ, დიდხანს არ გაგრძელებულა. 2014 წელს, წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ემა თურმანი, დღემდე, Love Story-ის მოლოდინშია, ტარანტინო, კი, ისრაელის ცნობილ მომღერალზე, დანიელ პიკზე დაქორწინდა.  

კრისტენ სტიუარტი და რუპერტ სანდერსი

როცა, მსახიობი, კრისტენ სტიუარტი, მონაწილეობას იღებდა, რეჟისორის, რუპერტ სანდერსის ფილმში, ფიფქია და მონადირე, ის ჯერ კიდევ რობერტ პატინსონის შეყვარებული იყო, რუპერტი კი დაქორწინებული. 2012 წელს, 22 წლის სტიუარტი და 41 წლის რეჟისორი, პაპარაცებმა იმ დროს დააფიქსირეს, როცა წყვილი, ერთმანეთს კოცნიდა.

ფოტოებმა, სოციალურ ქსელში, საზოგადოებაში,  დიდი სკანდალი გამოიწვია. წყვილმა, პუბლიკის წინაშე, უამრავი ბოდიში მოიხადა, მაგრამ სტიუარტს, შეყვარებულთან  პრობლემები გაუჩნდა და დაშორდა, ხოლო სანდერსს მეუღლე გაეყარა.   

 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე