გერმანელმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღეს

18:29 11-02-2017
77

ესპანელი და გერმანელი სამართალდამცველების ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად 1,109 კოკაინი ამოიღეს. ინფორმაციას ესპანური გამოცემა The Local-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სპეცოპერაციაზე მუშაობა 2017 წლის აგვისტოში დაიწყო. სპეცოპერაციის ფარგლებში, პოლიციამ სევილიაში დაფუძნებული კომპანიის ხელმძღვანელი დააკავა, რომელიც ნარკოტიკების ბრუნვას ხელმძღვანელობდა. ტონაზე მეტი ნარკოტიკით დატვირთული კონტეინერი ჩრდილოეთ გერმანიაში, ქალაქ ბრემენის საბაჟოზე დააკავეს.

აღმოჩნდა, რომ სევილიაში შექმნილი კომპანია სამხრეთ ამერიკიდან ნარკოტიკებს ეზიდებოდა, რომელთაც სამშენებლო მასალებში მალავდა.