ამერიკელი მომღერლის და მსახიობის, ლედი გაგას(სტეფანი ჯოან ენჯელინა ჯერმანოტა) და მისი პირადი აგენტის, კრისტიან კარინოს რომანის შესახებ, ჯერ კიდევ თებერვლის თვეში, გახდა ცნობილი.
გუშინ, ამერიკული ჟურნალის Us Weekly-ის ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ, 31 წლის მომღერალი და 48 წლის მენეჯერი, ქორწინდებიან. საინფორმაციო წყაროს ცნობით, კარინო, ჯერ კიდევ ზაფხულში, ლედი გაგასთან ოჯახში მივიდა და მამისგან ქორწინების ნებართვა აიღო. შეყვარებულებს, მამამ თანხმობა მისცა, მაგრამ, ლედი გაგას ჯანმრთელობის პრობლემების გამო, წყვილმა ქორწილი, რამდენიმე თვით გადადო. ძლიერი ავადმყოფობის გამო, ერთი თვის წინ, მომღერალმა, ევროპის ქვეყნებში, კონცერტებიც კი გააუქმა.
შეგახსენებთ, რომ ლედი გაგა, ხუთი წლის განმავლობაში, მსახიობ ტეილორ კინიზე იყო შეყვარებული. 2015 წელს, მათ ქორწინება გადაწყვიტეს, მაგრამ, მათი ურთიერთობა არ შედგა. გასულ წელს, წყვილი, ერთმანეთს დაშორდა.