დიმიტრი ქუმსიშვილი პენსიის ზრდას აანონსებს

14:30 11-03-2017
2015

2019 წელს - 20 ლარით და 2020 წელს კიდევ 20 ლარით გაიზრდება პენსიები, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პლენარულ სხდომაზე, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ხარჯების ნაწილში წარმოდგენილიც იყო, როდესაც ჩვენ საშუალოვადიანი ბიუჯეტი წარმოვადგინეთ, რომ 2019 და 2020 წელს ინდექსაციის მეთოდით 2019 წელს - 20 ლარით და 2020 წელს - 20 ლარით გაიზრდება პენსიები“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. 

მინისტრის თქმით, პენსიის მატების შესახებ გადაწყვეტილებით მთავრობამ არჩევნებამდე პოპულისტურად არ ისარგებლა.


ავტორი: ლილუ მიროტაძე