კატალონიის 8 ყოფილი მაღალჩინოსანი მადრიდის ციხეში გადაიყვანეს

15:43 11-03-2017
225

 

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილ მაღალჩინოსნებს პატიმრობა მიუსაჯა და მადრიდის ციხეში გადაიყვანეს. კატალონიელებმა ბარსოლონას ქუჩებში საპროტესტო აქცია გამართეს და ყოფილი ლიდერების გათავისუფლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ცენტრალურ ხელისუფლებას სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებს.

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ დაკითხვაზე დაბარებული 14 -ი კატალონიელი მაღალჩინოსნიდან 8-ს პატიმრობა მიუსაჯა. მათ ჩამოართვეს პასპორტები და მადრიდის ციხეში გადაიყვანეს.
ესპანეთის პროკურატურა კატალონიის პრეზიდენტის კარლეს პუჩდემონის   ევროპის მასშტაბით დაკავების ორდერის გაცემას მოითხოვს. თავად პუჩდემონი კი ამ ქმედებებს დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს.
გთავაზობთ დაკავებული კატალონიელი მაღალჩინოსნების სიას:
1. ყოფილი მოადგილე ვიცე-პრეზიდენტი ორიოლ ხუნკუერასი
2. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ჯოაკიმ ფორნი
3. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი რაულ რომევა
4. ყოფილი იუსტიციის მინისტრი კარლეს მუნდო
5. ყოფილი შრომის მინისტრი დოლორს ბასსა
6. ყოფილი მთავრობის თავმჯდომარე და საბჭოს მრჩეველი ჟორდი ტურული
7. ყოფილი მდგრადი განვითარების მინისტრი ჯოზეფ რული
8. ყოფილი კულტურის მინისტრი მერიტქსელ ბორრასი

თუ ესპანეთის უზენაესი სასამართლო მოსამართლის ბრძანებას გასცემს, ევროპის მაშტაბით დაკავების ორდერი ბელგიურ პროკურორებს გადაეგზავნება, რომლებსაც 24 საათი ექნებათ იმისთვის,რომ გადაწყვიტონ  სწორად არის თუ არა დოკუმენტები გადმოგზავნილი . თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ,  მათ ექნებათ 15 დღე იმისთვის,რომ პუჩდემონი და კიდევ ოთხი სხვა პირი დააკავონ. თუ რომელიმე მათგანი წინააღმდეგობას გამოთქვამს ამ პროცესის მიმართ,ეს პროცესი შეიძლება იდევ 15- ი დღით გაგრძელდეს.

ოფიციალური განცხადება ბელგიის ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია. ქვეყნის პროკურორი პუჩდემონის ექსტრადირების მოთხოვნას ელოდება. კატალონიის ყოფილი ლიდერის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა, ესპანეთის და ბელგიის სამართალდამცველებთან ითანამშრომლოს.