ლივ ტაილერი "Triumph"-ის "ქალის მაქმანებიანი თეთრეულის" რეკლამაში პოზირებს - მსახიობი და მრავალშვილიანი დედა - დამახასიათებელი მომხიბლავი ღიმილით (ფოტოკოლაჟი)

16:05 11-03-2017
1047

 ამერიკელი მსახიობი და მოდელი, ლივ ტაილერი, სარეკლამო კომპანიამ Triumph-ის ფირმის საცვლებში,  სარეკლამო რგოლში  გადაიღო.  40 წლის მსახიობი, ქალის თეთრეულის რეკლამაში, მაქმანებიანი საცვლების კომპლექტით პოზირებს. ფოტოსესიაზე, მსახიობი და მრავალშვილიანი დედა, ალისფერი ტუჩის საცხით, მისი დამახასიათებელი მომხიბლავი ღიმილით და ელეგანტური ვარცხნილობით პოზირებს. 

გასულ წელს, ტაილერი, მესამედ გახდა დედა. 2016 წლის ივლისში, მას, მეორე შვილი,ბოიფრენდისგან, სპორტული აგენტის, დეივ გარდნერისგან,  ქალიშვილი, ლულუ როუზი შეეძინა.  წყვილი, ასევე ზრდის, საერთო ვაჟს, სეილორს. წინა ქორწინებიდან, ლივს და დეივს, ასევე ჰყავთ, ლევს - 12 წლის ვაჟი, მაილო უილიამი მუსიკოს როისტონ ლენგდონისგან, დეივს - 7 წლის ვაჟი, ყოფილი ცოლისგან, დავინ ტეილორისგან.

რამდენიმე ხნის წინ, მსახიობმა განაცხადა, რომ, მშობიარობის შემდეგ, სხეულის ფორმები შეეცვალა, მაგრამ, ასაკში, მისი გარეგნობა, მისთვის უფრო კომფორტული გახდა:

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება თვლის, რომ ჭარბი წონის ადამიანი ვარ,  მე კმაყოფილი ვარ, ჩემი სხეულის ფორმებით. მპირდებიან, რომ, თუ წონის კორექციას დავარეგულირებ, სამუშაოზე, უფრო მეტი შემოთავაზებები მექნება. რაზეც, მე უარს ვაცხადებ, რადგან, ჩემი სტანდარტები, მე მაკმაყოფილებს და მომწონს.  ჩემს სხეულში, თავს კომფორტულად ვგრძნობ - განაცხადა ლივ ტაილერმა ინტერვიუში. 

იხ. ფოტოკოლაჟი: 

ავტორი: რუსა ღვანიძე