ოთარ დანელია: ხელისუფლებამ ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს აზიურ ფაროსანასთან გასამკლავებლად

21:05 11-03-2017
100

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, ხელისუფლებამ ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებული გამოწვევასთან გასამკლავებლად.

„ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ფაროსანასთანდაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა. ეს არის პრობლემა, რომელმაც მიიღო გაცილებით უფრო დიდი მასშტაბი, ვიდრე რომელიმე საერთაშორისო თუ ადგილობრივ ექსპერტს შეეძლო წარმოედგინა. ამიტომაც აუცილებელია იმ ზომების გატარება,რომელიც მომხსენებელმა ბიუჯეტის ნაწილში დაფინანსების კუთხით მოგვახსენა. ვიცით, რომ არის დამატებითი რესურსის მობილიზების მცდელობები და მოლაპარაკებები, საჭიროებებიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, ყველა ის სახსარი იქნება მობილიზებული, რომელიც აუცილებელი იქნება ამ გამოწვევის დასამარცხებლად. ჩვენ სერიოზულად ვიზარალეთ თხილთან მიმართებაში. ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელზეც გუნდი მუშაობს და არ მგონია ვინმე ფიქრობდეს, რომ ეს არ არის მისი სერიოზულობით აღქმული რომელიმე რგოლში, ვინაიდან ჩვენ მივიღეთ დაახლოებით 65 მლნ-იანი კლება ევროკავშირის ქვეყნებში თხილის ექსპორტის თვალსაზრისით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა და ბუნებრივია ამისთვის ჩვენ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ“,- განაცხადა ოთარ დანელიამ.