მექვაბიშვილი: 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაბალანსებულია

21:14 11-03-2017
85

როგორც პარლამენტის სხდომაზე გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის შესაბამისად, 2018 წლის სახელმწოფო ბიუჯეტის პროექტი დაბალანსებულია.

გათვალისწინებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების დიდი ნაწილი, რაც დადებითად უნდა შეფასდეს.ვფიქრობ რომ ჩვენი რეკომენდაციების შესრულება დადებით როლს შეასრულებს საჯარო ფინანსების მართვის პროცესში, - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა. 

სახელმწიფო აუდიტორმა პარლამენტის ტრიბუნიდან რამდენიმე რეკომენდაციაზე ისაუბრა. კერძოდ, მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა აუდიტის სამსახურის რეკომენდაციის გათვალისწინებაზე ფისკალურ წესებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ფისკალური წესების გათვალისწინებით დაგეგმვისა და შესრულების ანგარიშგებასთან დაკავშირებით, შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება.

გათვალისწინებულია ჩვენი რეკომენდაცია სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიასთან დაკავშირებითაც. მიმდინარეობს სერიოზული სამუშაოები ამ სტრატეგიასთან დაკავშირებით, - განმარტა მექვაბიშვილმა.

პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.